TaoNews.Ge

ნაცსექტანტები აჭყლოპინდნენ – ისინი არასოდეს ყოფილან სახელმწიფოს სამსახურში, – ერთი მანიაკის სამსახურში იყვნენ და არიან დღესაც

პრემიერი – ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს

ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოუტანოს ქვეყანასა და ქართველ ხალხს.

„საქართველოს მომავალი არის ევროპული, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!