TaoNews.Ge

სააკაშვილი – 1 მილიონი კი არა, 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით

პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ პაციენტის წონა უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა 58 კილოგრამზე ჩამოვიდა

ბოლო ინფორმაცია “ვივა მედიდან” – მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ პაციენტის წონა უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა 58 კილოგრამზე ჩამოვიდა.

წარსულში,  თავად კლინიკის აღიარებით, 60 კილოგრამზე უფრო დაბალი წონის შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა პაციენტის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს რეფიდინგის პროგრამა ელენე გიორგაძის ხელმძღვანელობით, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი თქვა, რადგან მსგავსი პროგრამა მან გორის ჰოსპიტალში უკვე გაიარა და მდგომარეობა სწორედ ამის შემდეგ გაუარესდა:

“წონა აქვს უკვე 58 კგ. როგორ ფიქრობთ, 58 კგ რომ გახდა ადამიანი უსათუოდ უნდა მოკვდეს? მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ. რაც შეეხება კონსილიუმს. მე რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძის მოსვლა. ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის ერთ ერთი მიზეზი იყო ის რეფიდინგი, რომელიც ჩატარდა იქ” ამბობს ალასანია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!