TaoNews.Ge

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლუკაშენკოზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდა

პრეზიდენტის ბრძანებით, ბელარუსში 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა

ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სულ მცირე 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. იუწყება Deutsche Welle ადამიანის უფლებათა ცენტრ Viasna-ზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ბელარუსის უზენაესი სასამართლო ამჟამად განიხილავს იუსტიციის სამინისტროს სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია ბელარუსის პენ-ცენტრისა და ჟურნალისტთა ასოციაციის ლიკვიდაცია.

ბელარუსის პენ-ცენტრს სათავეში უდგას ნობელის პრემიის ლაურეატი, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი სვიატლანა ალექსიევიჩი.

ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უნდა “გაწმინდოს”.

10 ივლისიდან ბელარუსში მოქმედ მედიასაშუალებათა ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების სახლებსა და ოფისებში სამართალდამცავებმა ჩხრეკა დაიწყეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა დაგმო ბელარუსში მიმდინარე მოვლენები და მათ “გაუგონარი ანგარიშსწორება” უწოდა. მინსკის ქმედებები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ დაგმეს ვაშინგტონმა და ბრიუსელმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!