TaoNews.Ge

პოსტვის ჟურნალისტის ნათია ბერიძის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პოსტვის ჟურნალისტის ნათია ბერიძის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია “პოსტვის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.
შეგახსენებთ რომ პოსტვ-ის წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც წერეთლის გამზირის 67 ნომერში მდებარეობს, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა. დეტალების გასარკვევად პოსტვ-ი ადგილზე მივიდა, თუმცა გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარეძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა. მიღებული ინფორმაციის შესახებ პოსტვის გადამღებმა ჯგუფმა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა. ამ წუთებში დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველები მუშაობენ. თათია სამხარაძე ბინაში იმყოფება, პოლიციამ ის კარადაში იპოვა. სწორედ ამ დროს მოხდა POSTV ჟურნალისტ ნათია ბერიძე თავდასხმა  და მისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენება, რის შემდეგაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “პოსტვის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!