TaoNews.Ge

რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა

პოლონეთი სამხრეთ კორეისგან $5.8-მილიარდის ტანკებს შეიძენს

სამხრეთ კორეის ორმა კომპანიამ პოლონეთთან ჯავშანტექნიკის გაყიდვის $5.76-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა. მხარეებს შორის შეთანხმება პარასკევს გაფორმდა და მის შედეგად, სამხრეთ კორეა ევროპაში ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთი შეიძენს Hyundai Rotem Co-ს მიერ წარმოებულ 180 ერთეულ K2 ტიპის ტანკებს ასევე დაუზუსტებელი რაოდენობის K9 ტიპის ჰაუბიცებს.
პოლონეთი კორეისგან ავიაციის შეძენასაც გეგმავს. საუბარია FA-50-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავზე. ამ ხომალდს კომპანია Korea Aerospace Industries-ი ამერიკულ Lockheed Martin-თან ერთად აწარმოებს. მთლიანობაში სამხედრო ხელშეკრულების მოცულობა $15 მილიარდ დოლარამდეა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!