TaoNews.Ge

პოლიციამ 250 მოპარულ კატალიზატორს მიაკვლია

პოლიციამ ნაქურდალი $750,000-ად შეაფასა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კატალიზატორების ქურდობის მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი. მხოლოდ ლოს ანჟელესში 2019-2020 წლებში კატალიზატორების ქურდობის მაჩვენებელი 400%-მდე გაიზარდა. პოლიციის დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ოთხ სხვადასხვა ადგილას ჩაატარა და ჯამში 19 ადამიანი დააკავა.

ნაქურდალი $750,000-ად შეფასდა. პოლიციელებმა 100 ათასი დოლარი ნაღდი ფული და იარაღიც ამოიღეს. კატალიზატორებში გამოყენებული მეტალების გამო, ეს ნაწილი ქურდებისთვის მიმზიდველია: კონკრეტულად პალადიუმის ფასი ერთ უნციაზე  2400 – 3500 დოლარია, ხოლო როდიუმის უნცია $20,000-ზე მეტი ღირის. ქურდებს მიზანში Toyota Prius-ები აქვთ ამოღებული, რადგან ჰიბრიდული ავტომობილის კატალიზატორები უკეთეს მდგომარეობაშია. Ford F-250-სა და სხვა დიდი ზომის ავტომობილებს შედარებით დიდი კატალიზატორები აქვს. ამიტომ, ისინიც კარგი სამიზნეა.

გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია ყველა დაზარალებულს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. პოლიციის დეპარტამენტი ავტომობილების მფლობელებს მოუწოდებს, საკუთარი ავტომობილები კარგად განათებულ ან კამერების დაკვირვების ადგილებში გააჩერონ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!