TaoNews.Ge

“პირდაპირ ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში, რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ” –  პატარაია ოპოზიციას მიმართავს

“პირდაპირ ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში, რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ” –  პატარაია ოპოზიციას მიმართავს

უფლებადამცველი ბაია პატარაია ოპოზიციური პარტიების გოგი წულაიას საქმეზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების გამო ოპოზიციის დღევანდელი მხარდამჭერი განცხადება საშინელია.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საშინელი განცხადებაა! ძალიან დასანანია, რომ ამდენი ეშლებათ პოლიტიკურ პარტიებს. წულაიას ბრალზე უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის, აღიარების დამადასტურებელი ჩანაწერი. ასევე, ტყუილია, რომ არასდროს არ აკავებენ ამ მუხლით ადამიანებს, ცხადია, აკავებენ.

თუ ვცდები, დამიმტკიცონ სტატისტიკით, რომ წუალაია ერთადერთი დაკავებულია.
შერჩევითი სამართალი ის კი არ არის წულაია რომ დააპატიმრეს, არამედ ის, რომ ჯიშკარიანი არ დააპატიმრეს.

წულაიას მიუდგნენ არა დამსჯელობითად, (როგორც ამას გვასაღებენ პარტიები), არამედ სტანდარტულად.

ილია ჯიშკარიანს კი ქოცური პრივილეგია მიანიჭეს.

ახლა რა გამოდის? პარტიები ითხოვენ, რომ წულაიასთვისაც პრივილეგია უნდა მიენიჭებინა პროკურატურას?

დაუჯერებელია, რომ პარტიები ირიბად ითხოვენ მოძალადის შეწყნარებას მართლმსაჯულების მხრიდან, იმის ნაცვლად, რომ ითხოვდნენ ყველა მოძალადის დასჯას.

ეს განცხადება არის მიზოგინური და დისკრიმინაციული ქალი მსხვერპლების მიმართ და საშინელებაა, რომ ამ პარტიებში ხმა არავინ ამოიღო ამ განცხადების წინააღმდეგ; პრეტენზიები კი აქვთ ქალთა უფლებების დაცვაზე.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

პოლიტიკურ პოლარიზიაციას ყველაფერი არ უნდა გადააყოლო!
პ.ს. პირდაპირ ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში, რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ“? – წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!