TaoNews.Ge

“პატრიარქის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებების წაყენებაა და მე არ მინდა ვიყო მონაწილე ამ კამპანიის-ამბობდნენ, რომ რაღაცას გაჩვენებთო, იქნებ ფაბრიკაციაა?! სიბინძურეში ჩაძრომა არ მინდა” – მეუფე სტეფანე

“პატრიარქის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებების წაყენებაა და მე არ მინდა ვიყო მონაწილე ამ კამპანიის-ამბობდნენ, რომ რაღაცას გაჩვენებთო, იქნებ ფაბრიკაციაა?! სიბინძურეში ჩაძრომა არ მინდა” – მეუფე სტეფანე

“ჯერ ერთი სიბინძურის ყურება არ მაინტერესებს და არც სიბინძურეში ჩაძრომა არ მინდა” – აცხადებს  მიტროპოლიტი სტეფანე
 “მე მტკიცებულება, როგორც ასეთი ჩემს მიმართ, რაღაცა რეალურად ესეთი სახის რამე მოეტანათ, არ ყოფილა. ამბობდნენ რას, რომ რაღაცას მაჩვენებდნენ, რაღაცას იმას იზამენ, ზოგადად რა. რომ ვთქვათ, მაჩვენო, მე რა ვიცი, იქნებ ფაბრიკაციაა. მე ხომ არა მაქვს შესალებლობა სიზუსტით გარჩევისა. ვინც აყენებს ამ საკითხს ხმამაღლა და ამბობს, რომ დავამტკიცებ, მიყვეს კანონიკურად. მე რატომ მაკისრებენ პასუხისმგებლობას, რომ მე უკვე დღეს იმის მაგივრად შევიტანო ეს საკითხი?! ვინც ამბობს, იმან დაამტკიცოს, მე რატომ ვამტკიცო, ამათ რადგან უნდათ, იმიტომ? და მე ვერ გამიგიგია სასულიერო პირი აქ რომ ხარ შენ, ვთქვათ მე რატომ მიყენებ იმ საკითხებს, რომ მე გინდა თუ არა პატრიარქთან და სინოდში მივიტანო, რომელიც შენ გაწუხებს, ამბობ. და ამ დროს გაწუხებს ისეთი რაღაცაა, რომ პირდაპირ პატრიარქის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებების წაყენებაა და მე არ მინდა ვიყო მონაწილე ამ კამპანიის და გავემიჯნე, იმიტომ რომ, მე არანაირი საფუძვლიანი ესეთი მტკიცებულება არ მინახია და ისე, რომ ვიღაც რაღაცეებს მომიტანს და იქ რაღაცეებს მაჩვენებს, ეს არ მიმაჩნია არანაირ მტკიცებულებად, იმიტომ რომ უამრავი ფაბრიკაცია გაუკეთებიათ და ეხლა მე ამაზე დავიწყო თავის მტვრევა. ჯერ ერთი სიბუნძურის ყურება არ მაინტერესებს და არც სიბინძურეში ჩაძრომა არ მინდა. ვისაც ეს ძალიან სიამოვნებს, თვითონვე გააკეთოს ეს ყველაფერი, თუ მაინც და მაინც. და არავინ არ უშლის, მეუფე პეტრე რომ ყვირის , რომ აი, ესა და ესა, დადგეს და გამოაცხადოს, რაც უნდა.. რამდენი ილაპარაკა უბედურება და თუ რამეს ამტკიცებს, ადგეს და დაამტკიცოს ხო ბოლო-ბოლო. რა არის ეხლა ვეღარ გავიგე. მე რა შუაში ვარ?! მე რატომ უნდა დავდგე კიდევ იმათ მხარეზე?!”, – აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!