პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.