TaoNews.Ge

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 619 676 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 118 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 118 006 153 შემთხვევა გამოვლინდა, 2 619 676 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 66 838 291 – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 29 152 716 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 529 203 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!