TaoNews.Ge

„პანდემია უხილავი ომია და ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა“ – მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

„პანდემია უხილავი ომია და ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა“ – მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა.

მიტროპოლიტის თქმით, ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე.

„პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს.

ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები.

ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე“, – აცხადებს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!