TaoNews.Ge

პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ხვალ საჯაროდ აიცრება

როგორც,ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

ეს 09:00 საათზე მათ დაწესებულებაში მოხდება, რითაც ხაზი გაესმება, რომ აღნიშნული კლინიკა იყო ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

ცერცვაძის მონაცემებით, ვაქცინაციის მიზნით, გუშინ, მათ დაწესებულებაში 150 ექიმი დარეგისტრირდა. ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ “ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ორ კვირაში დაიხარჯება და მისი დასაწყობება საჭირო არ გახდება.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!