TaoNews.Ge

ალექსანდრ ვუჩიჩი – როგორ ავუხსნა ხალხს, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და მაგალითად, არა სლოვენიას? რუსეთს არ დაურღვევია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, სლოვენიამ კი – დაარღვია

ოცდაოთხი წლის წინ თქვენ არამარტო დაანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, დახოცეთ ჩვენი 79 შვილი და 2 500 ჩვენი მოქალაქე-სერბეთის პრეზიდენტი ნატოს უპირისპირდება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა 1999 წელს ნატო-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა დაგმო. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-სთვის იუგოსლავიის დაბომბვის უფლება არავის მიუცია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თვითნებურად მოქმედებდა.

„ოცდაოთხი წლის წინ თქვენ არამარტო დაანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, დახოცეთ ჩვენი 79 შვილი და 2 500 ჩვენი მოქალაქე. ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ხალხი, ჯარისკაცები და პოლიციელები. ვინ ხართ და რატომ ექცევით ამგვარად ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს? ვისი ტერიტორია, ვისი ქვეყანაა ეს? საიდან გაქვთ, ვინ მოგცათ უფლება ჩვენი თავდაცვის ძალების დევნის? როგორ ფიქრობთ, ეს ჩვენთვის გაკვეთილია? გარკვევით გეუბნებით, არა. ძალით ცდილობდით ჩვენი ნების გატეხვას, მაგრამ სერბები არასოდეს დანებდებიან“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, 78-დღიანი დაბომბვები გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაიწყო, რის შედეგადაც დაიღუპა ათასობით პოლიციელი, ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, სერბეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კი უზარმაზარი მატერიალური ზიანი მიადგა.

„როიტერი“ წერს, რომ ნატო-ს სამიზნეებს შორის იყო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღებიც კი. გამოყენებული იარაღი მოიცავდა რაკეტებს, რომლებიც შეიცავდა გამოლეულ ურანს და კასეტურ ბომბებს.

დასავლური მედიის ცნობით, ნატო-ს მიერ ჩამოგდებული 15 ტონა გამოლეული ურანის რაკეტები პირდაპირ არის დაკავშირებული სერბეთში კიბოს შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!