TaoNews.Ge

ოსმალების მიერ ოლთისის, ყარსის, იშხანის, ხახულის და თორთომის მხარის ქართველების გათათრება

ოსმალების მიერ ოლთისის, ყარსის, იშხანის, ხახულის და თორთომის მხარის ქართველების გათათრება

“მე-16 საუკუნის დასაწყისში ოლთისის, ყარსის, იშხანის, ხახულის და თორთომის მხარის ქართველებს ოსმალებმა გათათრება დაუწყეს. ამის გამო, აქ დადგა ქართველთა წამების ხანა, ეკლესიები მიეცა აოხრებას, დაკეტვას და ძარცვას. ყარსის ქართველობა გაწყდა რჯულის დაცვისათვის ომში, თითქმის 1515 წლიდან 1560 წლამდე იომეს, ზოგი აჭარაში, ქართლსა თუ იმერეთში გაიქცა. დარჩენილები გათათრდნენ და ახლად გათათრებულ ყარსში გამგედ სოლომონ გოგიტიძე დასვეს, რომელსაც გათათრების გამო ფაშობა უბოძეს. მაგრამ იგი თურმე ჩუმი ქრისტიანი იყო და ამის მეოხებით 1590 წლამდე შეინარჩუნეს ქრისტიანობა დარჩენილებმა. ოსმლათ რაკი შეუტყვეს ქართველებს ჩუმი ქრისტიანობა, სასტიკი დევნა და ხოცვა დაუწყეს. ამიტომ სოლომონი და სხვა მრავალი ქართველი გამოიქცა ამ მხარიდან. მთელი საერისთავო დაიცალა თითქმის, ამიტომ ოსმალებს აქ ნამდვილი თათრები შემოჰყავდათ და ასახლებდნენ, რის გამოც იქ ქართველტა ციხე-კოშკ-ეკლესიები ნგრევასა და ქცევას ექცეოდნენ. დროს განმავლობაში აქ ნამდვილ თათრების გამრვალებით ისეთი საქმე მოიქცა, რომ ყარსის (კარის) საერისთავოში მთლად მოისპო ქართველი ხალხი, ენა და ნიშნები. ვინც დარჩნენ იქ ქართველნი, ნამდვილ ტათრებში იქნენ არეულ და დაკარგულ. იმ დროებში აოხრდა იშხნის, პარხლის, ხახულის, ტაძრები. ყველა ქართულ სოფელს სახელწოდება შეეცვალა და ყარსის ქართველობის იქ ყოფა-ცხოვრების შესახებ მარტო დანგრეული ეკლესია-მონასტრების ნაშთები მოწმობენ და ღაღადებენ.
ასეთ მხარეებში, სადაც ქართველობა ერთხელ მჭიდროდ იყო დასახლებული, სადაც ქართველტა სახელი ერთ დროს დიდებით განისმოდა, იქ ქართველთა გვარი და ენა ისე მოისპო და ამოვარდა, რომ დღეს ხსენებაც აღარ არის. უბედურება მოელოდა აჭარას, ლივანას, მაჭახელს, მურღულს და სხვა ადგილებს, რომ ამათთვის დროსა და გარემოებას არ გაეწყო ხელი და სხვადასხვა მოხერხებით არ აღმოჩენილიყვენენ ოსმალთა წინაშე “.
ზაქარია ჭიჭინაძე, “ისტორია ოსმალეთის ყოფილი საქართველოსი”:

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!