TaoNews.Ge

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ – ჯეიმს აპატურაი

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ – ჯეიმს აპატურაი

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტს  სოცილარი ქსელის საშულაებით ეხმაურება :

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ :

“როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი მთავარი დასკვნა: რეგიონული სიტუაციის,კოვიდის კრიზისისა და რეფორმების უწყვეტი საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს დრო ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის. პოლიტიკური პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, რათა პარლამენტმა გამართულად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესის საერთო გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი ხელმძღვანელობს”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!