TaoNews.Ge

რუსეთი არასდროს შეუერთდება “დიდ შვიდეულის” ფორმატს – ლავროვი

„ომი არ იქნება, ომები არ გვინდა“ – სერგეი ლავროვი

„თუ ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვინდა ომები, მაგრამ, ასევე, არ დავუშვებთ უხეშ თავდასხმებს ჩვენს ინტერესებზე, არც ჩვენი ინტერესების იგნორირებას დავუშვებთ“, – აცხადებს ლავროვი.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ არის ულტიმატუმი და მათში არაფერია აღმაშფოთებელი, მოსკოვს უბრალოდ სურს, რომ პატიოსნად მოექცნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებულ წერილში რამდენიმე კონსტრუქციული ნაწილი იყო, თუმცა ძირითადად, მეორეხარისხოვან საკითხებზე.

ლავროვმა ცალ-ცალკე ისაუბრა შეერთებული შტატების და ნატოს რეაქციაზე ადრე გაგზავნილ უსაფრთხოების პროექტებზე, პირველს უწოდა „დიპლომატიის სიმაღლე“, ხოლო მეორეს „ძალიან იდეოლოგიზებული“, ასევე, დაამატა, რომ ცოტა შერცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!