TaoNews.Ge

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არეულობა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არეულობა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან „ოპოზიციის“ მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან.

ოპოზიციის ე.წ. დეპუტატები საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვენ, მიზეზი კი სოციალურ ქსელში გავრცელებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია – დე ფაქტო ცესკოს შენობაში აღბეჭდილი კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ დადიან „მმართველი პარტიის“ „კომისიის“ წევრები და გარეშე პირები ჩაბნელებულ ოთახებში და გარკვეული დოკუმენტები გადააქვთ.

„ოპოზიციის“ წევრები ფიქრობენ, რომ „საარჩევნო“ კომისია დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის დაქვემდებარებაშია, ამიტომ მისი კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ.

„ხელისუფლების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ოპოზიციის“ მიერ საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნა უკანონოა.

„ოპოზიციის მხარდამჭერების მცდელობა, მოიწვიონ პარლამენტის საგანგებო სხდომა, უკანონოა“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის „საკანონმდებლო ორგანოს“ ე.წ. სპიკერმა ალან ტადტაევმა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 10 აპრილს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!