TaoNews.Ge

ნუ დავიღუპავთ თავს, არის მესამე ტალღის დიდი შანსი! – თენგიზ ცერცვაძე

ნუ დავიღუპავთ თავს, არის მესამე ტალღის დიდი შანსი! – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-დან 43%-მდე შემცირდა, რაც დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი, რომ მესამე ტალღა გავრცელდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, არ უნდა მოვიტყუოთ თავი იმით, რომ ვაქცინაცია ყველა რისკს მოხსნის.

„ვაქცინაცია, იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. ნუ გვექნება სწრაფი მოლოდინი. საჭიროა დრო, რათა გამომუშავდეს იმუნიტეტი. მანამდე კი პირბადეები უნდა გამოვიყენოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!