TaoNews.Ge

ნოდარ მელაძე პროკურატურაშია დაბარებული – რატომ აცხადებს ის საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარს

ნოდარ მელაძე პროკურატურაშია დაბარებული – რატომ აცხადებს ის საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარს

“ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დღეს არის დაბარებული, თუმცა მან საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა.

კითხვები გამომძიებლებს მელაძესთან ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე აქვთ. “ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერის განმარტებით, წყაროს შესახებ ინფორმაციის გაცემას არ აპირებს.

“ამ შემთხვევაში გამოკითხვის სწორი ფორმა არის სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე. მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურა სასამართლოს გამოკითხვის შუამდგომლობით, ჩვენ უკვე მივალთ ჩვენების მისაცემად. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ გვიცავს კანონი და გვაქვს ვალდებულება არ გავცეთ წყარო, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა,”- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!