TaoNews.Ge

ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია – ომბუდსმენი ნამოხვანზე

“ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?”

ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის (ინტელექტუალურად, ღირებულებებით, სამშობლოს სიყვარულით, საქმით) აგენტებად შერაცხვას?, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.

“ნოდარ დუმბაძე ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მწერალია. თითოეული მისი რომანი თუ მოთხრობა, იუმორისტული ჩანაწერები 10-10-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული. გურული ბავშვები მე-6 – მე-7 კლასში ნოდარ დუმბაძის სოფელში რომ დავყავდით ხოლმე ექსკურსიაზე, მე მის მამიდასთან ინტერვიუებს ვწერდი, ბავშვურად თავისუფალი და ცოტათი პროვოკაციული კითხვებით, მაგალითად – “რეალურად არსებობდა თუ არა დათიკო ბრიგადირი?”

ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას მთავარ ხაზად გასდევს მშობლების “ხალხის მტრებად”  და “აგენტებად” შერაცხვით გამოწვეული მძიმე ტრავმა, რაც საბჭოთა ცენზურამაც კი ვერ წაშალა. მის შემოქმედებაში ვკითხულობთ, რომ გულის პირველი შეტევა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში მიიღო, როდესაც მშობლების რეპრესიების შემდეგ მარტო დარჩენილი პატარა ნოდარი მამიდან მატარებლით სოფელში წაიყვანა…

ჩემთვის ნოდარ დუმბაძე იყო ის მწერალი, რომელმაც პირველად დამანახა უდანაშაულო ადამიანების აგენტებად და ხალხის მტრებად შერაცხვის გამანადგურებელი შედეგი როგორც მსხვერპლებისთვის, ასევე, მათი შვილებისა თუ, მათ შორის, “დამბეზღებლებისთვის”.  ჰოდა, ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის (ინტელექტუალურად, ღირებულებებით, სამშობლოს სიყვარულით, საქმით) აგენტებად შერაცხვას? როგორ უნდა იდგე იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ამის კეთებას დღეს კანონის მიღების გარეშე აგრძელებენ?  არ მესმის მე ეს და მინდა მჯეროდეს, რომ ყველა გამოფხიზლდება ამ სიგიჟიდან და ვნახავთ ერთმანეთთან საერთო ენას”, – წერს ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!