TaoNews.Ge

ნინო ბურჯანაძე: სირცხვილია – ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ “მოლოტოვის კოქტეილი” ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ არჩევნებზე?”

ნინო ბურჯანაძე: სირცხვილია – ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ “მოლოტოვის კოქტეილი” ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ არჩევნებზე?”

 

„არჩევნები აღიარეს კონკურენტულად, მაგრამ სიტყვა „სამართლიანი“ ?! ძალიან მაინტერესებს, ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე. დავანებოთ თავი, სირცხვილია უკვე ამაზე ლაპარაკი. ვეთანხმები ბატონ ბორელს იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არ არის ეს მისი გადასაწყვეტი, რადგან არცერთი თავმოყვარე ევროპელი დიპლომატი არ იტყვის პირდაპირ, სხვა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკება ხელისუფლება და ოპოზიცია და ამისთვის მედიატორი გჭირდება, რა თქმა უნდა, ჩატარდებოდა ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები.-ასე შეფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომ ეუთო საქართველოს არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!