TaoNews.Ge

ნიკა მელია საკუთარი განცხადებების ტყვე გახდა! – ანრი ოხანაშვილი

ნიკა მელია საკუთარი განცხადებების ტყვე გახდა! – ანრი ოხანაშვილი

ნიკა მელია საკუთარი განცხადებების ტყვე გახდა – ამ ადამიანმა თავის დროზე გირაო ხომ გადაიხადა და გაიკეთა სამაჯური?! ეს ნიშნავს, რომ მას კანონის დაცვა მოუწია, რადგან გადაწყვეტილება კანონიერი და კონსტიტუციური იყო, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ნიკა მელია რატომ თავიდანვე არ საუბრობდა ამ რიტორიკით? რატომ არ თქვა თავიდანვე, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და სამაჯურს არ გაიკეთებდა?! თავის დროზე თვითონვე თქვა, რომ კანონსა და კონსტიტუციას სცემს პატივს, თუმცა ახლა მოუნდა, რომ კანონსა და კონსტიტუციას პატივი აღარ სცეს. სურთ, რაღაც მუხტის აწევა, საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამით პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ კანონის დარღვევა. კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. ყველა პასუხს აგებს კანონის შესაბამისად”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მას შემდეგ რაც ბიურო საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას გადასცემს, კომიტეტები ხუთი დღის ვადაში მომართვის საფუძვლიანობას შეისწავლის და დასკვნას მოამზადებს.
“ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად ვიმოქმედებთ. შემდგომ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!