TaoNews.Ge

“ამით მაინც მოელოცა მედიისთვის, ყალბი პათეტიკის ნაცვლად” – გვარამია

ნიკა გვარამია “ოცნების” წევრებს: რაც მე გუშინ გავაკეთე, ყველაზე მეტად თქვენ გადარჩებით!

“ვაცნობიერებ, რომ ჩემზე არის თმენის ვალდებულება. რა კომენტარებიც მოვისმინე, მათ შემიძლია ვუპასუხო, მაგრამ… კი, ხელისუფლებას ვგულისხმობ. გაფუჭდნენ ჩვეულებრივად. იმის გამო ნუ შეიკავებენ თავს კომენტარებისგან, რომ მე მათ ვუპასუხებ, რომ აი თუ არ არის, მე შენზე ეს ვიცი-მეთქი. ამას არ ვიზამ პატივცემულოებო. ვინც სუს-ს ჰყავს ცუდ დღეში დღეს მათ გააკეთეს კომენტარები. ცხადია სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ. მე ამას არ ვიზამ, ამას ისევ თქვენივე სუსი გიზამთ.

მე რაც გავაკეთე გუშინ, ყველაზე მეტად თქვენ გადარჩებით. ყველაფერი, რასაც აწი დაგიდებთ სუსი, ცხადი იქნება, რომ სუს-მა დაგიდოთ. შესაძლებლობა, რომ თქვენ სუს-მა გაგაფუჭოთ გაცილებით ნაკლები გახდა გუშინდელი დღის მერე, ვიდრე მანამ იყო. იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების თვალთვალის ძირითადი ნაწილს წარმოადგენენ “ქართული ოცნების” წევრები”, – განაცხადა  “ტვ პირველის” ეთერში ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!