TaoNews.Ge

ნიგერიაში ისლამისტმა მეამბოხეებმა  3 400 ქრისტიანი მოკლეს

ნიგერიაში საეკლესიო ღონისძიებაზე, სადაც მოსახლეობას უფასო საკვები უნდა მიეღო, ჭყლეტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები

28 მაისს სამხრეთ ნიგერიაში საეკლესიო საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციამ Associated Press-ს განუცხადა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და რამდენიმე ბავშვია.

რივერსის შტატში, ეკლესიის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე „მაღაზია უფასოდ“, სადაც მოსახლეობას უფასო საკვები უნდა მიეღო, უამრავი ადამიანი მივიდა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.

როგორც გამოცემა s წერს, აფრიკის უღარიბესი ეკონომიკის ქვეყანაში, ნიგერიაში, ასეთი შემთხვევები ხშირია. იქ 80 მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!