TaoNews.Ge

ნიგერიაში ისლამისტმა მეამბოხეებმა  3 400 ქრისტიანი მოკლეს

ნიგერიაში ისლამისტმა მეამბოხეებმა 3 400 ქრისტიანი მოკლეს

ნიგერიული არასამთავრობო ორგანიზაცია International Society for Civil Liberties and Rule of Law აცხადებს, რომ ისლამისტმა მეამბოხეებმა ნიგერიაში მიმდინარე წელს დაახლოებით 3 400 ქრისტიანი მოკლეს.

ქრისტიანთა მკვლელობების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქვეყანაში 2014 წელს დაფიქსირდა, როცა 5 000-მდე ადამიანი მოკლეს ბოკო ჰარამისა და ფულანის ჯიჰადისტებმა.

ორგანიზაციის მონაცემებით, იანვრის შემდეგ ქვეყანაში 3 000-ზე მეტი ქრისტიანი გაიტაცეს. გარდა ამისა, 2021 წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ეკლესია დაწვეს, დაანგრიეს ან დახურეს. ჯიჰადისტებმა მოკლეს მინიმუმ 10 მღვდელი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!