TaoNews.Ge

ნაცმოძრაობა“, ბოკერია და „ლელო“ – ეს ის სამი პარტიაა, რომელიც კომპრომისზე არ წამოვიდა – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას, პარლამენტში არ შევიდეს.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია შიდა შეხვედრებზეც კი ვეღარ ბედავენ იმის თქმას, რომ არჩევნები გაყალბდა.

ასევე კობახიძემ დაასახელა ის სამი პარტია, რომელიც მოლაპარაკებების დროს კომპრომისზე არ მოდიოდა.

“ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და „ლელო“. ეს სამი პოლიტიკური პარტია იყო ძალიან ხისტი თავიანთ მიდგომებში. ყველა სხვა ავლენდა კომპრომისის განწყობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ ვთვლი შალვა ნათელაშვილს. ყველა დანარჩენი ავლენდა მზადყოფნას, რეალური დიალოგისთვის. თუმცა ამ სამ პარტიას ეკავა ხისტი პოზიცია, რაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული და შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში

შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპელი მედიატორების ჩართვის მიუხედავად შეთანხმება ვერ შედგა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!