TaoNews.Ge

ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული

ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული

ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია გენერალურ პროკურატურაში, 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელია დაკავებისას ინვენტარის დაზიანებასთან დაკავშირებით მათი განცხადების საფუძველზე, გასაუბრებაზე დაიბარეს.

როგორც ნაყოფია განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი, რაზეც პროკურატურას მალევე მიმართეს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

მისივე თქმით, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას და იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს

შეგახსენებთ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!