TaoNews.Ge

“უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსის გადასაწყვეტია და არა მოსკოვის”

ნატო-ს სამიტზე, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება-სტოლტენბერგი

14 ივნისს დაგეგმილ, ნატო-ს მომავალ სამიტზე, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დღის წესრიგის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

..მოკავშირეები განიხილავენ მთელ რიგ სხვა საკითხებს მათ შორისაა უსაფრთხოებაზე ჩინეთის შესაძლო გავლენა, რუსეთის აგრესიული ქმედებები და ჩვენი ორმხრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ძლიერ თავდაცვას და დიალოგს. ასევე ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ღირებული პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინისთვის. ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან სამოცდაათ წელზე მეტია, ჩვენ სამყაროსთან ერთად ვიცვლებით. ორშაბათს, სამიტზე, ჩვენ გვექნება მასშტაბური დისკუსიები და მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება დავიცვათ, – აცხადებს სტოლტენბერგი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!