TaoNews.Ge

ნატო ახალი წევრების მიღებისას მხარს უჭერს “ღია კარის” პრინციპს- თუმცა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ შემდგომი ნაბიჯები არ არის გათვალისწინებული

„ნატო თავისი სისუსტისთვის ფასს გადაიხდის“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

„რუსეთის თავდასხმამდე უკრაინელ ხალხს სჯეროდა, რომ ნატო ძლიერი იყო, ევროკავშირი კი სუსტი, ახლა კი გაირკვა, რომ პირიქითაა“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს ძალა: მან გამოიყენა უპრეცედენტო სანქციები, შექმნა ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმოქმედობის გამო ნატო გააკრიტიკა.

„ეს არის სისუსტე, რომელსაც ალიანსი, სამწუხაროდ, გადაიხდის. სამწუხაროდ, ახლა უკრაინელები დაზარალდებიან ამ სისუსტისა და გაურკვევლობის გამო, მაგრამ ჩვენ მაინც ძლიერები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივ დონეზე“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!