TaoNews.Ge

სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს, ახლა კი ფერი იცვალა – გია სალუქვაძე

ნათია მეზვრიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე: „შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია – სასამართლოში ყველა დანიშვნა უნდა გაჩერდეს

შარლ მიშელის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამ შეთანხმების მიმართ ერთგულება და ინტერესი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციისა, შეხვედრაზე საუბარი 5 ივლისის მოვლენებსაც შეეხო.

„ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა იმას, რომ როდესაც ეს შეთანხმება 19 აპრილს გაფორმდა და პოლიტიკურმა პარტიებმა ამას ხელის მოაწერეს, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო ვალდებულება, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულებულიყო და რადიკალიზაციის ხარისხი უნდა შემცირებულიყო. ზუსტად, სამი თვის თავზე ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლარიზაცია დასრულებული არ არის, რადიკალიზაციის ხარისხი შემცირებული არ არის და ეს პროცესები კიდევ უფრო და უფრო მეტად რადიკალურ ხასიათს იძენს. განსაკუთრებით, ვგულისხმობ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი პარტიის სახელით ყურადღება გავამახვილეთ მმართველი ძალის მხრიდან სასამართლოსთან დაკავშირებით ვალდებულების შეუსრულებლობაზე და მთავარი აქცენტი რაც დავსვით იყო ის, რომ პირდაპირ შავით თეთრზე ამ დოკუმენტში წერია, რომ სასამართლოში ყველა დანიშვნა უნდა გაჩერდეს, არამხოლოდ მანამ, სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდება, არამედ სანამ იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება არ დაიწყება. ამიტომ შარლ მიშელთან ამ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, რაც შეიძლება სწრაფად, შეთანხმების შესრულების მიზნებისთვის დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელიც შეთანხმებაში წერია. ვისაუბრეთ ასევე იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. 2/3-თან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოში გავლენის ჯგუფების შესუსტების მიზანს ემსახურება და რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში. ვთხოვეთ ოპოზიციას და შარლ მიშელს ამ ინიციატივის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ არ აიღო პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოქალაქეები ვერ დაიცვა ძალადობისგან და თავისი საბაზისო ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაგიცვათ ჟურნალისტები, ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება თანამოქალაქეების ძალადობისგან დაცვის,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!