TaoNews.Ge

მძიმე სურათია,ვაჟკაცები “გირჩის” კარებთან აყუდებულან,მხოლოდ იმიტომ რომ ჯარს აარიდონ თავი! – ანიტა რაჭველიშვილი

მძიმე სურათია,ვაჟკაცები “გირჩის” კარებთან აყუდებულან,მხოლოდ იმიტომ რომ ჯარს აარიდონ თავი! – ანიტა რაჭველიშვილი

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის სჭირდება მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი.
“ძალიან მძიმე სურათია, როდესაც საქართველოს მოქალაქე ლამაზი ვაჟკაცები გირჩის კარებთან აყუდებულან ათობით და ათასობით მხოლოდ იმიტომ რომ ჯარს აარიდონ თავი! ჯარი მძიმეა,ძნელია,ჯოჯოხეთია, მაგრამ საჭიროა,აუცილებელია! მამა ჯარგამოვლილი მყავს! მეუღლე ჯარგამოვლილი მყავს და მეამაყებიან! ვაჟი თუ გვეყოლა ისიც ჯარში წავა ყოველგვარი კამათის გარეშე! სირცხვილია ახალგაზრდებო! არც განათლება გინდათ მიიღოთ და არც ჯარში გინდათ მსახური, ანუ არ გაინტერესებთ სამშობლოს გამოადგებით თუ არა?! ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის სჭირდება მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი და ყველა თუ “გირჩის” წევრი გახდა კარგად გვექნება საქმე!

სამარცხვინო ხართ ჯაფარიძე! სამარცხვინო! ვერ ხვდებით რომ ამით რუსეთის და ქართული ოცნების გეგმის განხორციელების ნაწილი ხდებით?! არ იქნება ჯარი,არ გვექნება დამოუკიდებლობა! რუსეთის გეგმის მონაწილე ხართ “გირჩი”.
სამარცხვინოებო! მეც კი წავიდოდი ჯარში, რომ შემეძლოს!” – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება “გირჩის” ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!