TaoNews.Ge

თელავში,მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავში,მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისა  და ბებიის მკვლელობისათვის ბრალდებულ ალექსანდრე აბრამიშვილს .

სხდომას ესწრებოდა ბრალდებული, რომელმაც დუმილის უფლება გამოიყენა. შემდეგი სასამართლო სხდომა 27 აპრილს გაიმართება.

დაცვის მხარე, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 7 მარტს თელავში, გოშაძის ქუჩაზე მოხდა. 27 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას. სამივე მთგანი ადგილზე გარდაიცვლა.

გამოძიება 11-პრიმა 109 მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ” ქვპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 236- მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!