TaoNews.Ge

ნატო ახალი წევრების მიღებისას მხარს უჭერს “ღია კარის” პრინციპს- თუმცა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ შემდგომი ნაბიჯები არ არის გათვალისწინებული

ვიქტორია ნულანდი – გვყავს ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, მათ შორის საქართველო და უკრაინა – გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატო-ს წევრებმა უნდა მიიღონ, სხვას ვეტოს უფლება არ აქვს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებელი ქარტიის მთავარი პრინციპია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

„ნატო რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აირჩევს ნატო-სთვის საფრთხის შექმნას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის ერთადერთი მიზანია მისი წევრების დაცვაა. ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატოს 30-მა მოკავშირემ უნდა მიიღოს, სხვას არავის აქვს ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება ნატოს „ღია კარს“, როგორც მოგეხსენებათ, მე ჩართული ვარ ამ საქმეში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებელი ქარტიის ძირითადი პრინციპია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდნენ. გვყავს ისეთები, ვისაც სურს გაწევრიანება და ბევრს მუშაობენ ნატოსთან ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მათ შორისაა საქართველო, უკრაინა და ა.შ.,”- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!