TaoNews.Ge

მორიგი წარმატება – მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის ფინალისტებს შორის დაასახელეს

მორიგი წარმატება – მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის ფინალისტებს შორის დაასახელეს

სანდრო მამუკელაშვილის წარმატება უკვე აღარ გვიკვირს. ქართველი კალათბურთელი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და ამჯერად უკვე კარლ მელოუნის პრიზის ფინალისტია. ახალგაზრდა ცენტრი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, რომელიც კოლეჯთა ლიგის ფანებმა შეარჩიეს.

აღნიშნული პრიზისთვის სანდროს გარდა ტრეის ჯეკსონ დევისი, ჯასტინ ჩემპეინი, დრიუ ტიმი და ჯერემია რობინსონ ერლი იბრძოლებენ.

მამუკელაშვილი თავდაპირველად 10-ეულში მოხვდა, რომელთაგანაც 5 კანდიდატი ფანებმა გამოარჩიეს. გამარჯვებულს კი სავარაუდოდ 9 აპრილს კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტი დაასახელებს.

სანდრო მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს, მისი გუნდი 13 მოგებითა და 10 მარცხით მე-6 პოზიციაზე იმყოფება, თავად კალათბურთელი კი 2020-21 წლების სეზონში საშუალოდ 17.8 ქულას, 7.1 მოხსნასა და 3.1 პასს აკეთებს. Big East-ის კონფერენციის მოთამაშეთა რეიტინგში სანდრო 81.32 ქულით პირველ ადგილზეა. რაც შეეხება უშიალოდ კარლ მელოუნის პრიზს, ეს ტიტული 2015 წლიდან თამაშდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!