TaoNews.Ge

მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან – კახი კალაძე

“მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების, არც ევროპელების, არც ამერიკელების მიმართ”- კახა კალაძე

მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებების გაკეთებას აგრძელებს.

“როდესაც ხდება საუბარი თუნდაც ომში ჩართვაზე. უამრავი განცხადებებია ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღესაც გრძელდება ეს მოწოდებები, მნიშვნელოვანია – ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება, ჩვენი იდენტობა, ჩვენი სუვერენიტეტი. შეიძლება, თქვენ გაქვთ სურვილი, ცალ ფეხზე იდგეთ, ეს თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ასე იმოქმედოთ.

მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ. გამოდიოდნენ პირდაპირ საუბრობდნენ ამაზე, ამაზე, შეიძლება საამაყოც იყოსო რომელიღაცა ქვეყნის აგენტობა, ჩემთვის მიუღებელია. ვისაც აქვს სურვილი ცალ ფეხზე იდგეს და ცალ ფეხზე გააგრძელოს დამოკიდებულება და მონობა, მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!