TaoNews.Ge

“ჩვენ დაუცველი ქვეყანა ვართ”- მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება

მოლდოვაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი გამოსვლებია

ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო მიტინგზე კვირას, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში.

მომიტინგეები ენერგორესურსებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას, ასევე მკვეთრ ინფლაციას აპროტესტებენ და პრეზიდენტ, მაია სანდუს და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “Reuters” ავრცელებს.

მომიტინგეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ უუნარობაში ქვეყანაში არსებულ კრიზისს გაუმკლავდეს და ბოლო 20 წლის მანძილზე მომხდარ რეკორდულ ინფლაციაზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში კარვების გაშლა დაიწყეს, თუმცა, პროცესში პოლიცია ჩაერია და აქციის მონაწილეები ტერიტორიის ღობის მიღმა გაიყვანა.

საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტია “შორ”-ი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!