TaoNews.Ge

“ჩვენ დაუცველი ქვეყანა ვართ”- მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება

მოლდოვამ რუსული პროპაგანდა ოფიციალურად აკრძალა

ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელის, ლილიანა ვიცუს ცნობით, მოლდოვამ რუსული პროპაგანდა ოფიციალურად აკრძალა. თუ დეზინფორმაციის ფაქტი დაფიქსირდება, კომპანია ლიცენზიას შვიდი წლით დაკარგავს.

მოლდოვამ ქვეყანაში ყველა რუსული საინფორმაციო გამოშვების მაუწყებლობა აკრძალა. კანონს ხელს აწერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

ვიცუს თქმით, განისაზღვრება დეზინფორმაციის კონცეფცია. მან განმარტა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება ქვეყანას მკაცრი ზომების მიღებას აიძულებს. 24 ივნისს კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდება და ამავე დღეს ამოქმედდება.

2022 წლის 2 ივნისს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი საინფორმაციო სივრცის დაცვის შესახებ, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემებისა და ომის ფილმების რეტრანსლაციას კრძალავს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!