TaoNews.Ge

მოკლედ….არა და აღარ გაბრწყინდა ეს ივერია ჩვენთვის,“ – თამარ ივერი

მოკლედ….არა და აღარ გაბრწყინდა ეს ივერია ჩვენთვის,“ – თამარ ივერი

ცნობილმა ქართველმა სოპრანომ თამარ ივერმა  ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე  სოციალურ ქსელში სტატუსი  დაწერა.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დაიღალა ქვეყანა ამდენი პოლიტიკით!!! არც კულტურა,აღარც კონცერტები, აღარც სპექტაკლები, აღარც სპორტი (ბასილაშვილის გამარჯვებით გამოწვეულ წყვდიადში მზის სხივს თუ არ ჩავთვლით) არც ქვეყნის დიდ პიროვნებებზე საუბარი, არც ისტორიის გახსენება, არც მოღვაწეების, არც ტელელექციები, შემეცნებითი გადაცემები ა..ღა…რა…ფე…რი!!!! ქვეყანაში ყველაფერი გაშეშებულ-გაყინულია და მხოლოდ ტელევიზიით და სოც ქსელებით ისმის ლანძღვა გინების, ბოღმის ნთხევის და სკანდალების კორიანტელი.

ჩვენმა თაობამ, გაჭირვების მიუხედავად…სუფთა და ჯანსაღი ცხოვრებით და საკვებით იცხოვრა ამ სმარტფონების, სოც ქსელების და ასეთი ტელე ვაქხანალიის გარეშე და ახლანდელ ახალგაზრდობას რა ნერვები და რა ინტელექტი უნდა შერჩეს ამ ბარდაკში მე არ ვიცი.

ან ბოლობოლო რაღა ვერ გადაიჭრა ამ არჩევნების მოლაპარაკებების ამბები რომ ფინალში გავიდეთ და დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება.როდემდე უნდა იყოს აუღებლად ეს კარვები ამ რუსთაველზე? გაგვდის ოქროს წლები!

ისე, ისიც უნდა აღინიშნოს რომ ყველაზე მეტს ტელევიზიიდან იმ პარტიის წარმომადგენლები ყვირიან გაყალბებაზე… საკუთარი ოჯახის წევრებსაც რომ არ მიუციათ ხმა და ჩვენ რა დავაშავეთ რომ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები ამათ ძიძგილაობაში და თვითპიარში ასე ნაცრისფრად მიედინება?

მგონი ჯობია ავიკრა გუდანაბადი ოჯახიანად და ისევ ავსტრიას მივაშურო. ოჯახის წაყვანა პრობლემა არ არის….მაგრამ ამ ჩემს 8 საყვარელ ცხოველს რა ვუყო? იქ ბინაში…no way

მოკლედ….არა და აღარ გაბრწყინდა ეს ივერია ჩვენთვის,“ – თამარ ივერი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!