TaoNews.Ge

მიხეილ სააკაშვილი – ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია

მიხეილ სააკაშვილი – ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია

“ყველა ადამიანი, ვინც ამას ამბობს, არის ამორალური და იდიოტი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილი არ რეკავს მოსამართლეებთან და არ წერს განაჩენებს. სააკაშვილი არ ურეკავს პროკურორებს, არ ატერორებს და არ აგზავნის პოლიციას. მე არ მიშვებენ ჩემ ქვეყანაში.   აბა, შემომიშვან ჩემს ქვეყანაში, შექმნან თანაბარი პირობები, სად იქნება ივანიშვილი, ზუსტად რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგას გაჩვენებთ. შექმენით თანაბარი პირობები, მიუდექით იმავე სტანდარტებით, როგორიც არის დასავლეთში. დასავლეთში როგორც იქნებოდა, ისე იყოს. ჭკუის დარიგება ვიღაც გადამდგარი პირებისგან… სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს. ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვყავს უამრავი მეგობრები და უკაცრავად, გვარები რომ დაასახელეს ეგენი ვინ იცის?- მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს. ქარავანი არის საქართველოს გადარჩენისთვის. საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი, მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივები. ყოველთვის ასე ვიყავი, მთელი ცხოვრება, იმიტომ მივაღწიეთ იმ წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ“”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველღან ინტერვიუში განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!