TaoNews.Ge

მიხეილ სააკაშვილი – ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია

მიხეილ სააკაშვილი – ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილას, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე – ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, პირველი კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა

ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი არ განვითარდა ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც მედიაში აღწერენ, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მას უკრაინის მსგავსად საქართველოში ხმაურიანი დაბრუნება არ უნდოდა, რადგან ამას შეიძლება „აფეთქება, გასროლა, ჟლეტა“ მოჰყოლოდა.

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან მარტივი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი, ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი, ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრა.

„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ, ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!