TaoNews.Ge

მიხეილ სააკაშვილი – ალბათ, ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში – მე ჩამოვედი, სადაც შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან მოვეკალი ჩამოსვლისას, როგორც გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას

მიხეილ სააკაშვილი – გვიან საღამოს მიმიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩამიტარდა გამოკვლევა – ვეღარ ვგრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს ჩვენს დროს ხელახლა აშენებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. იქ ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა. პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი კრიზები, ნუ არც იყო გასაკვირი.

რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით.

ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს“, – აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!