TaoNews.Ge

მიტროპოლიტ ნიკოლოზსა და სხვა სასულიერო პირებს კოვიდვაქცინაზე ტრენინგი ჩაუტარეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

UNICEF Georgia-ს ინფორმაციით,  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები ახალქალაქსა და ახალციხეს ეწვივნენ.

პირველი შეხვედრა კი მართლმადიდებელ რელიგიურ ლიდერებთან გაიმართა – შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზი და სხვა რელიგიური ლიდერები.

შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა იმუნიზაციის პროგრამები საქართველოში, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სხვა, ასევე გაიმართა დისკუსიაც.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!