TaoNews.Ge

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

მიტროპოლიტი დიმიტრი პირველი მეუფეა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ის  ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში აიცრა.

მეუფე დიმიტრი ვაქცინაციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ „ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა“.

მიტროპოლიტის თქმით, ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!