TaoNews.Ge

მიტროპოლიტი გაიოზი, რომელსაც სიკვდილის მერე აღუდგინეს წოდება

მიტროპოლიტი გაიოზი, რომელსაც სიკვდილის მერე აღუდგინეს წოდება

მიტროპოლიტ გაიოზის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა 2016 წლის 19 მარტს ღვთივგანისვენა მიტროპოლიტმა გაიოზმა (კერატიშვილი).
მიტროპოლიტი გაიოზი – 1972-1978 წლებში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, წილკნელი და ურბნელი მიტროპოლიტი; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ეფრემ მეორისა და დავით მეხუთის ქორეპისკოპოსი; მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი; საქართველოს საეკლესიო კალენდრების სამეცნიერო დონეზე გამომცემელი და რედაქტორი; მკვლევარ-ისტორიკოსი, მეცნიერი, თეოლოგი; კომუნისტური ათეისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებული და საბჭოთა ღმერთმოძულე სასამართლოს ცილისმწამებლური განაჩენის საფუძველზე 1980 წელს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის მიერ მღვდელმთავრის ხარისხიდან განკვეთილი.
 გარდაცვალების შემდგომ საქართველოს ეკლესიამ აღუდგინა მიტროპოლიტის პატივით მოხსენიება. დაკრძალეს საგარეჯოს ნინოწმინდის კათედრალის გალავანში. საფლავის ეპიტაფიაზე ვკითხულობთ – მიტროპოლიტი გაიოზი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!