TaoNews.Ge

მირიან ნიკოლაძე – ბრალდებულებს ეყოთ თავხედობა, ეგინებინათ დედისთვის და დისთვის.

მირიან ნიკოლაძე – ბრალდებულებს ეყოთ თავხედობა, ეგინებინათ დედისთვის და დისთვის.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ „იმედის კვირასთან“ საქმის განაჩენზე ისაუბრა.

“ბრალდებულებს ეყოთ თავხედობა, ეგინებინათ დედისთვის და დისთვის. 9 თვეა, იხვეწება ოჯახი, ერთი ფაქტორი დამისახელეთ, რომელიც მათ უტყუარ ალიბის უყენებს ან გამორიცხავს მათ მოქმედებას, ან გვთავაზობს რაღაც საინტერესო ვერსიას”- ამბობს ნიკოლაძე.

დაღუპულის ბიძა და ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის განსაკუთრებით მძიმე გიორგისთვის სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებებით გამოწვეული ტკივილია.

უპირობოდ იციან, რომ ვიღაც მხეცებმა ბავშვი გამეტებით სცემეს. ოჯახს დღემდეც კი სურვილი მოჰყვება, რომ ოღონდ ბავშვის გამეტებით ცემა და სიკვდილის მძიმე განცდა არ ყოფილიყო. ეს ერჩივნა, რომ გამოეკიდნენ, გადავარდა ბავშვი ტრაგიკულად წყალში, დაისჯებიან გამომკიდებლები“, – ამბობს გარდავლილის ბიძა.

შეგახსენებთ,გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის – ზ.ხ-სა და ა.ქ-ს საქმეზე კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!