TaoNews.Ge

“მინდა გავიგო რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები”-ირაკლი ღარიბაშვილი

მე მინდა, გავიგო რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს ყველაზე შეკრული გუნდია და ყველა ლიდერს აბსოლუტურად ნათლად აქვს განსაზღვრული მათი უფლებები და ფუნქციები.

„დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია „ქართული ოცნება“. ყველა ლიდერს აბსოლუტურად ნათლად გვაქვს განსაზღვრული ჩვენი უფლებები და ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება. ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ისე, როგორც არასდროს არ ვყოფილვართ.

მე მინდა, გავიგო რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება. ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!