TaoNews.Ge

მიხეილ სააკაშვილი – ალბათ, ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში – მე ჩამოვედი, სადაც შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან მოვეკალი ჩამოსვლისას, როგორც გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას

“მინდა გავაკეთო აღიარება… დიახ, ვარ მომეტებული საფრთხე ოლიგარქ ივანიშვილისთვის და ჩინოვნიკებისთვის, ვინც ხელფასები მოიმატა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ის “მომეტებული საფრთხის წყაროდ” მოიხსენია.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის ნამდვილად არის “მომეტებული საფრთხის წყარო” ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის და იმ მაღალჩინოსნებისთვის, რომლებმაც ხელფასები უპრეცედენტოდ გაიზარდეს.

“გამოაცხადეს, მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო, ამიტომ ვინც ის შემოიყვანა ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხის რა არის? რადიაციაა, ატომური ბომბი? მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ.

მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ხელფასი გაიზარდა ჩინოვნიკებისთვის. 7 ათასი ლარი აქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მაგალითად ხელფასი. იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი. სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად. ამ ხალხისთვის, მათი ხელფასისთვის მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო!”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!