TaoNews.Ge

,,მთავრის” ჟურნალისტი ემა გოგოხია ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა – მამაკაცი გარდაიცვალა

,,მთავარის” ჟურნალისტის ემა გოგოხიას ძმა, უაქციზო პროდუქციის გადატანა შენახვისთვის დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა “მთავარი არხი’-ს ჟურნალისტ ემა გოგოხიას ძმა, უაქციზო პროდუქციის გადატანა/შენახვისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მოქალაქე გიორგი სალიამ.

“ქალბატონო ემა,
თქვენი სიუჟეტები სამეგრელოდან ყველასთვის ცნობილია, სიცრუის ტირაჟირება, ადამიანების დისკრედიტაცია, გაუბედურებული ოჯახების აწიოკება, ცრუ ბრალდებები და ა.შ.

ქალბატონო ემა, არ გინდათ კარიერის მანძილზე ერთხელ მაინც გააკეთოთ სიუჟეტი რომელიც სიმართლეს შეესაბამება და ობიექტურ ჟურნალისტად იგრძნოთ თავი?
ამისათვის საჭიროა TV “მთავარი”-ს ეთერით საზოგადოებას ამცნოთ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დააკავეს თქვენი ძმა ვ.გ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

დანაშაულში ამხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ.ფახულანში (ქალაღალი) მცხოვრები, ტელეკომპანია “მთავარი არხი”-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კორესპონდენტის ემა გოგოხიას ძმა .ვ.გ.

გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით.

შენ სხვას დასდევდე, სიუჟეტებს აკეთებდედე, შენი ქალიშვილი შემოსავლების სამსახურში მუშაობდეს და შენი ოჯახის წევრი ამ საქმით იყოს დაკავებული მაგარი თავხედობა და უსინდისობაა. “იზვინიწე, ნიჩევო ლიჩნევო” (უკაცრავად, არავითარი პირადი) – წერს გიორგი სალია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!