TaoNews.Ge

ირაკლი კობახიძე – ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ოპოზიცია იღებს არის პარლამენტში შემოსვლა, არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით

“მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ” – რაზე იქნება დამოკიდებული “ოცნების” კეთილი ნება

“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კობახიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებითი კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად.

“მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი, კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მმართველობის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზინებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ, ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!