TaoNews.Ge

მეხანძრე -მაშველებმა შენობიდან 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს – საგანგებოს განცხადება დიდუბის ხანძარზე

მეხანძრე -მაშველებმა შენობიდან 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს – საგანგებოს განცხადება დიდუბის ხანძარზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე – მაშველებმა შენობიდან 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ორ ნომერში ხანძარი ავეჯის ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა, გამომწვევი მიზეზი და ზარალი ამ დროისათვის უცნობია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!